პროკურორებმა თანასწორობის, ნაადრევი ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მარნეულის რაიონში, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ევროპის საბჭოს კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, მარნეულის რაიონის სოფელ საბირკენდში, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების, ასევე, ნაადრევი ქორწინებისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

„შეხვედრის მონაწილეები თანასწორობის, ტოლერანტობისა და დისკრიმინაციის ცნებებს გაეცნენ, ასევე მიიღეს ინფორმაცია დისკრიმინაციის ფორმებსა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულების შესახებ. საუბარი შეეხო მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე რეაგირებისას პროკურატურის მიდგომებსა და არსებულ პრაქტიკას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განხილვას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულების, მათ შორის ქორწინების იძულების შესახებ.

საქართველოს პროკურატურისათვის დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს