გია ხარჩილავა - მომავალი წლის 23 ნოემბერი უნდა გახდეს ახალი ცვლილებების საფუძველი

ხვალ 23 ნოემბერია, გიორგობა, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავი და მომავალი წლის 23 ნოემბერი უნდა გახდეს ახალი ცვლილებების საფუძველი, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციას“ მოყვა რეფორმების უპრეცედენტო ტალღა და სწორედ ამ რეფორმებით გახდა საქართველო ევროპისთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის საინტერესო.

„20 წლის წინ მიხეილ სააკაშვილი წალენჯიხიდან გაუძღვა რევოლუციურ ცვლილებებს და გიორგობას, 23 ნოემბერს ქართველმა ერმა დაამარცხა იმ პერიოდის დიოკლიტიანე - შევარდნაძის რეჟიმი. „ვარდების რევოლუციას“ მოყვა რეფორმების უპრეცედენტო ტალღა და სწორედ ამ რეფორმებით გახდა საქართველო ევროპისთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის საინტერესო. ამ რეფორმებს მოჰყვა ასოცირების ხელშეკრულება და არავის ბოლო 30 წლის განმავლობაში იმხელა წვლილი არ აქვს შეტანილი ევროინტეგრაციაში, როგორც მიხეილ სააკაშვილს.

ვულოცავ პრეზიდენტ სააკაშვილს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ვულოცავ ქართველ ხალხს, ვისაც ეკუთვნის და ეს ეკუთვნის მიშას და ქართველ ხალხს. ამასთან ხაზგასმით ვამბობ, რომ ის 9 პუნქტი, რაც დაგვიდგინა ევროსაბჭომ შესასრულებლად მოლაპარაკებების დაწყებისთვის „ქართული ოცნების“ ხელში არ შესრულდება და სტატუსი დარჩება სტატუსად, ამიტომ თუ ჩვენ რეალურად გვინდა გავიაროთ ეტაპები და გავხდეთ ევროკავშირის რეალური წევრი, კეთილდღეობით, კანონებით, თანასწორობით, ღირსეული სიბერით, ძლიერი ეკონომიკით, განათლებით, სოციალური დაცვით, სამედიცინო მომსახურებით და ყველა იმ სიკეთით, რასაც ევროკავშირი გვაძლევს, მაშინ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება და შეცვალოს სწორედ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ევროკავშირის სათავეებთან დგას, ეს გახლავთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი ამ მოძრაობის სათავეში და ის 9 პუნქტი, სწორედ ამ გამოცდილი გუნდის ხელში გახდება რეალობა, როგორც გახდება რეალობა ევროკავშირში გაწევრიანება.

ხვალ, 23 ნოემბერია, ხვალ გიორგობაა, ხვალ "ვარდების რევოლუციის" 20 წლის თავია და მე მინდა ეს თარიღი კარგად გაიაზროს ყველა პოლიტიკურმა სპექტრმა და ამასთან მომავალი წლის 23 ნოემბერი უნდა გახდეს ახალი ცვლილებების საფუძველი, ისევ ახალი კოლონა, ისევ წალენჯიხიდან, ისევ ახალი ცვლილებები, რომელიც ძალიან სწრაფად დაგვაახლოებს ევროკავშირთან“, - განაცხადა გია ხარჩილავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს