თბილისის მერია - თინათინის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, თინათინის ქუჩაზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა თინათინის ქუჩაზე, თინათინისა და ერედვის ქუჩის კვეთიდან თინათინისა და ვახტანგ ჭელიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ფატმანის, ავთანდილის, ვახტანგ ჭელიძისა და როსტევანის ქუჩების გამოყენებით.

„საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას, 08:30-დან 11:00 საათამდე მონაკვეთში, შეზღუდვა მოიხსნება და სარეაბილიტაციო არეალში ავტომობილები გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ.

აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. მიკროავტობუსი N422 თინათინის ქუჩაზე, მარცხნივ მოხვევით მოძრაობას გააგრძელებს ერედვის ქუჩაზე, შემდეგ ავთანდილისა და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გავლით დაუკავშირდება თინათინის ქუჩას.

უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი იგივე მარშრუტით იმოძრავებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს