ანტონიო გუტერეში - მივესალმები ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ მიღწეულ შეთანხმებას,  მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, მაგრამ გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

მისი თქმით, გაერო “თავის ყველა შესაძლებლობის მობილიზებას მოახდენს”, რათა დაეხმაროს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას.

“მივესალმები ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ მიღწეულ შეთანხმებას. მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, მაგრამ გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს. გაერო თავისი ყველა შესაძლებლობის მობილიზებას მოახდენს, რათა დაეხმაროს იმპლემენტაციას და ღაზაში ჰუმანიტარულ ვითარებაზე დადებითი გავლენის მაქსიმიზაცია მოახდინოს”, - განაცხადა გუტერეშმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება