მარნეულში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

მარნეულში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მარნეულის მერიის საკონფერენციო დარბაზში,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, გაიმართა.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მერის მოადგილე ზურაბ ფანგანმა გახსნეს.

„საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, კობა ჩხიტუნიძის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ამასთან, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის (CEAC) დირექტორმა, რაშან ზიადალიევმა აუდიტორიას ცენტრის მიერ შემუშავებული ინიციატივები პრეზენტაციის სახით გააცნო.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი მედია და თემით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

მარნეულში 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საჯარო განხილვები გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება