მუხროვანში სპეციალური ოპერაციების სარდლობის დღე აღნიშნეს

მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სწავლება რეიდს, ცეცხლის კოორდინაციას, ობიექტის წმენდას, მძევლის გათავისუფლებასა და ობიექტის აფეთქებას ითვალისწინებდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით - „გიორგი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“, „უმწიკვლო სამსახურისთვის“ II და III ხარისხის მედლებით, საშტატო იარაღითა და ტაქტიკური დანებით დააჯილდოვეს.

მოწვეულმა სტუმრებმა მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაც დაათვალიერეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების სარდლობა მუხროვანის ახალ ბაზაზე განთავსდება. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და მოხდება 3 ძველი შენობის რეაბილიტაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება