საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს

რატი ბრეგაძისა და ბენცე ტუჟონის შეხვედრა „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივი დეკლარაციის" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიმდინარე წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები განიხილეს.

„უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, გაუწიოს ექსპერტული დახმარება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში. შეხვედრაზე იმსჯელეს, აგრეთვე, ქართულ-უნგრული სამართლებრივი ფორუმის დაფუძნების შესახებ. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მიწის რეგისტრაციის მიმართულებით. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით ინტენსიურად 2021 წლიდან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის განახლების შემდგომ ვითარდება. 2023 წლის ივლისში ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, 1 თვის წინ კი, იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის 2024-2025 წლების სამუშაო გეგმა გაფორმდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება