ნათია თურნავა EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორსა და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა EBRD-ის კავკასიის რეგიონული ხელმძღვანელი ალკის დრაკინოსი.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების EBRD-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მიღწეული შედეგები. ასევე განსაკუთრებით გაესვა ხაზი EBRD-ის წამყვანს როლს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.

როგორც შეხვედრისას ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკი აფასებს და მიესალმება EBRD-ის ინიციატივებს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.

"ეროვნული ბანკი წლებია, მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს EBRD-თან. განსაკუთრებით მინდა გამოვყო წარმატებული თანამშრომლობა EBRD-ის ხაზინასთან, რომელთან ერთადაც განხორციელებული პროექტის ფარგლებში სებ-მა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა იმ ქვეყნებს, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუშაობს. მოხარული ვარ, რომ ამ მხრივ, საქართველო და ეროვნული ბანკი ამ ქვეყნებში სამაგალითოდ წარმოჩინდნენ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბანკი გააგრძელებს ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს