მედია - მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებისთვის საბოლოო სახის მისაცემად მოსადის დირექტორი კატარს ეწვევა

მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებისთვის საბოლოო სახის მისაცემად “მოსადის” დირექტორი დავიდ ბარნეა კატარს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ბარნეა კატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს ჩავა, რათა საბოლოო სახე მიეცეს „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კითხვები რჩება მექანიზმთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც მოხდება მძევლების გათავისუფლება, ისევე როგორც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაწყისთან დაკავშირებით. „ჰამასის“ ცნობით, ცეცხლის შეწყვეტა ხვალ დილის 10 საათიდან ამოქმედდება, თუმცა ისრაელს ეს ინფორმაცია საჯაროდ არ დაუდასტურებია.

აღნიშნულია, რომ “მოსადის” დორექტორთან ერთად კატარში ჩავა ნიცან ალონი, რომლის პასუხისმგებლობაშიც იყო ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის მძევლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება