პროფკავშირების გაერთიანება - საქართველო ბუდაპეშტში მდებარე  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცენტრალურ და დასავლეთ ოფისს დაექვემდებარა

საქართველოს პროფკავშირების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად, საქართველო ბუდაპეშტში მდებარე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცენტრალურ და დასავლეთ ოფისს დაექვემდებარა. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ბუდაპეშტის ოფისის დირექტორი, კლერ ჰარასტი დელეგაციასთან ერთად საქართველოს პირველად ეწვია.

„ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოში ღირსეული შრომის პროგრამის დაგეგმვა წარმოადგენს. მხარეებს შორის ინდივიდუალური და შემდგომ, გაერთიანებული სამმხრივი კონსულტაციები 20-21 ნოემბერს გაიმართა. ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამუშაო გეგმის პრიორიტეტულ საკითხებად გაიწერა: სოციალური დიალოგის განვითარება და ყველა დონეზე მხარდაჭერა, მინიმალური ხელფასის, უმუშევრობის დაზღვევის, ქალთა და ახალგაზრდობის, პროფესიული განათლების, დასაქმების ფორმალიზების, სოციალური კონტრაქტისა და ა.შ. მიმართულებებზე მუშაობა.

მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველომ შსო-ს რეგიონულ ოფისთან აქტიური თანამშრომლობა გააგრძელონ. იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს