ჯონ კირბი აცხადებს, რომ შეთანხმების თანახმად „ჰამასი“  50 მძევალს - ბავშვებსა და ქალებს გაათავისუფლებს

მიღწეული შეთანხმების თანახმად „ჰამასი“ 50 მძევალ ბავშვსა და ქალს გაათავისუფლებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

“პრეზიდენტ ბაიდენის პირადი ლიდერობისა და ჩართულობის წყალობით ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეთანხმება შედგა "ჰამასის" მიერ აყვანილი 50 მძევლის გათავისუფლების შესახებ - ქალები და ბავშვები…

დაახლოებით ხვალიდან ვნახავთ თუ როგორ ერთიანდებიან თავიანთ ოჯახებთან.

ეს შეთანხმება ასევე ბრძოლაში პაუზის შექმნას მისცემს შესაძლებლობას დაახლოებით ოთხი დღის განმავლობაში, შეიძლება მეტ ხანსაც, ვნახავთ; და ასევე ძალიან საჭირო ჰუმანიტარული დახმარების შესვლას - საჭმელს, წყალს, მედიკამენტებს, და საწვავს ღაზას მოსახლეობისთვის, რომელიც ამას ძალიან საჭიროებს…

არ მოვისვენებთ, სანამ ყველა მძევალი თავის ოჯახს არ დაუბრუნდება. ასე რომ, კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ დღეს კარგი დღეა”, - განაცხადა კირბიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ისრაელის მხარდაჭერას გააგრძელებს, რათა დარწმუნდეს, რომ მას ინსტრუმენტები და შესაძლებლობები აქვს "ჰამასის" დასამარცხებლად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს