ფინეთი რუსეთთან თითქმის ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს - ღია იქნება მხოლოდ ერთი, რომელსაც რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და დღეში 4 საათი მუშაობს

ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა.

ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 25 ნომბრის ღამეს ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე შვიდი გამშვები პუნქტი დაიხურება - იმატრა, კუუსამო, ნიირალა, ნიუიამაა, სალა, ვაალიმა და ვარტიუსი.

ფინეთ-რუსეთის საზღვრის კვეთის მხოლოდ ერთი პუნქტი რაია-იოოსეპი იმუშავებს, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე განცხადების შეტანას შეძლებენ.

ცნობისთვის, აღნიშნული სასაზღვრო პუნქტი გეოგრაფიულად ყველაზე რთულად მისასვლელ ადგილას მდებარეობს და დღეში მხოლოდ 4 საათის განმავლობაში მუშაობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს