BBC - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც სამხრეთით მდებარე ქალაქ ეილათის მიმართულებით გაუშვეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ რაკეტა იემენიდან აჯანყებულმა ჰუსიტებმა გაუშვეს.

BBC-ის ცნობით, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხუთშაბათს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გარკვეული მიმართულებებით დაპირისპირება კვლავ გრძელდება.

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით „ჰამასმა“ პირველ ეტაპზე 50 ისრაელელი მძევალი უნდა გაათავისუფლოს, სანაცვლოდ კი ისრაელი საპატიმროში მყოფ 150 პალესტინელ ქალსა და ბავშვს გაათავისუფლებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბერს დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას 1 200-ზე მეტი ისრაელელი და 14 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს