აშშ-ის უშიშროების საბჭოს სპიკერი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმებაზე - მხარეები შეთანხმების საბოლოო დეტალებზე მუშაობენ

მხარეები შეთანხმების საბოლოო დეტალებზე მუშაობენ, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა განაცხადა.

„შეთანხმება მიღწეულია, მხარეები საბოლოო დეტალებზე მუშაობენ, განსაკუთრებით შეთანხმების ამოქმედების პირველი დღისთვის. ჩვენი აზრით, როდესაც მძევლები სახლებში დაბრუნებას დაიწყებენ, იქ შემთხვევითობას ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. ჩვენს მიზანს მათი სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ყველაფერი წინ მიიწევს და ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება ძალაში პარასკევს დილიდან შევა“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა.

შეგახსენებთ, ისრაელისა და „ჰამასის“ ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ შეთანხმება ძალაში ხუთშაბათს დილის 10 საათზე შევიდოდა, მაგრამ ისრაელმა დღის ბოლოს განაცხადა, რომ მისი ამოქმედება პარასკევამდე არ მოხდებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს