SEDM-ის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის თავდაცვის მინისტრს ანგელ ტილვარს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობა.

„ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის შეთანხმების დოკუმენტზე, რომელსაც 2022 წელს მოეწერა ხელი. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებში რუმინული მხარის მონაწილეობაზეც იმსჯელეს.

საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) რუმინელი დამკვირვებლების მონაწილეობისა და სამხედრო სწავლებებში ქართველი სამხედროების ჩართულობის საკითხებს.

ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის რესპუბლიკაში, ანკარაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს ესწრება, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყანა მონაწილეობს. მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს