BBC - მაშველები ინდოეთის მაღაროში ჩარჩენილი მეშახტეების ამოყვანას მომდევნო 12-15 საათში შეძლებენ

ინდოეთში, უტარახანდის შტატის მაღაროს შახტაში ჩარჩენილი 41 მაღაროელის გადარჩენის სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებში 100-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ სამაშველო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მაშველები შახტაში ჩარჩენილი მუშების ამოყვანას მომდევნო 12-15 საათის განმავლობაში მომახერხებენ.

ინდოეთის კატასტროფების მართვის სამსახურის განცხადებით, მუშების გამოსაყვანად, სულ მცირე, 60 მეტრის კლდოვანი მასის გაბურღვა გახდა საჭირო. უტარახანდის შტატის მაღაროს შახტა მეწყრის შედეგად 12 ნოემბერს ჩამოინგრა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება