დევიდ კამერონი - მსურდა აქ, ისრაელში ჩამოვსულიყავი და თავდასხმების საშინელი ბუნება თავად მენახა

მსურდა აქ ჩამოვსულიყავი და თავდასხმების საშინელი ბუნება თავად მენახა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა ისრაელში ვიზიტისას განაცხადა.

„მე მსურდა აქ ჩამოვსულიყავი, რათა იმ თავდასხმების საშინელი ბუნება თავად მენახა, რომელიც თქვენ 7 ოქტომბერს განიცადეთ, ეს აბსოლუტურად საშინელია“, - განაცხადა დევიდ კამერონმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ღაზას საზღვრის მახლობლად მდებარე კიბუც ბეერს ესტუმრა.

„მე ტერორიზმს ვგულისხმობ, მშობლებს შვილების თვალწინ ესროდნენ, შვილებს კი მშობლების თვალწინ. მე მოვისმინე და ვნახე ის, რაც არასდროს დამავიწყდება და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ გავიგოთ“, - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ კამერონი დღეს ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს