გიგა ბოკერია მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება შინაარსზე ფოკუსირებით და არა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და გაერთიანებაზე მუდმივი სპეკულირებით

ივანიშვილის რეჟიმი შინაარსზე ფოკუსირებით დამარცხდება და არა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და გაერთიანებაზე მუდმივი სპეკულირებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, ყველა პროდასავლურ ძალას პირველ რიგში, სათითაოდ გაძლიერება სჭირდება, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და პროდასავლურ პარტიებს ჯამი გასაზრდელი აქვთ.

მისი თქმით, ამის გარეშე პუტინისტური სულისკვეთების ივანიშვილის რეჟიმი არ დამარცხდება.

„ეს რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ შინაარსზე ფოკუსირებითა და მოქალაქეებთან პირდაპირი კონტაქტით, რასაც „ევროპული საქართველო“ აკეთებს. ეს ვერ მოხდება ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და მუდმივად იმაზე სპეკულირებით, თუ ვინ ვისთან გაერთიანდება“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს