იაგო ხვიჩია - ბარიერის გადასალახად არავისთან გავერთიანდებით, ბარიერგადალახულები გვინდა მივიდეთ სხვასთან სალაპარაკოდ ქვეყნის მოწყობაზე

პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებზე და კარგია, რომ სააკაშვილი ასეთი ინიციატივით გამოვიდა - ბარიერის გადასალახად არავისთან გავერთიანდებით, ბარიერგადალახულები გვინდა მივიდეთ სხვასთან სალაპარაკოდ ქვეყნის მოწყობაზე, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „გირჩთან" დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ამასთან, მისი თქმით, „გირჩი“ „ნაცმოძრაობასთან" არ გაერთიანდება. ხვიჩია განმარტავს, რომ გაერთიანება შეიძლება მოხდეს მხოლოდ იდეებთან დაკავშირებით და რომელიმე პარტიაში შესვლას არ განიხილავენ.

„ჩვენ, პოლიტიკურმა სპექტრმა ახლა უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და კარგია, მიხეილ სააკაშვილი ასეთი ინიციატივით რომ გამოვიდა. კონკრეტულ საკითხებზე (თანამშრომლობასთან დაკავშირებით) ჩვენ რაც შეგვეხებოდა, ეს იყო ეროვნული ბანკი და დიდი ამნისტიის თემა. თუ ამას გაგრძელება მოჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან როგორც პარლამენტში, ისე მათ მედიასაშუალებებში, ეს იქნება კარგი პრეცედენტი. შემდეგ თუ ეს კარგი პრეცედენტები გაგრძელდება, ამას ექნება ინტენსიური ხასიათი, ეს აჩვენებს ტენდენციებს, თორემ ერთი მერცხალი, თუ ბულბულის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ხომ გაგიგიათ?

მე და ჩემს სხვა მეგობრებსაც, რომლებიც ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს, არ გვჭირდება ვინმესთან გავერთიანდეთ ბარიერის გადასალახად. ჩვენ გვინდა ადამიანების ნდობა გვქონდეს იმდენი, რომ ჩვენით შევძლოთ ბარიერის გადალახვა და მხოლოდ ამის შემდეგ, ბარიერგადალახულები მივიდეთ სხვასთან სალაპარაკოდ, როგორ მოვაწყოთ ეს ქვეყანა. „გირჩი“ რომ „ნაცმოძრაობაში“ ან „ლელოში“ შევა, ამას საერთოდ არ განვიხილავთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა ყოფილ პრეზიდენტთან წერილის გაგზავნა. დეპუტატი განმარტავს, რომ მისი ინტერესი იყო შეეტყო, ჰქონდათ თუ არა საერთო იდეები, რისთვისაც იბრძოლებდნენ.

„მე ვცდილობდი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, მივწერე წერილი, ველაპარაკე მის ადვოკატსაც და ზეპირსიტყვიერადაც გადავეცი, რასაც ვფიქრობდი, მინდოდა გამეგო მისი მოზარება რაიმე საერთო ღირებულებები, იდეები გვაქვს თუ არა მართლა, რისთვისაც ვიბრძოლებთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამნისტიის საკითხი. როგორც 2012 წელს იყო საჭირო, ისე ახლა არის საჭირო დიდი ამნისტია. ჩვენ ევროპაში მესამე თუ მეოთხე ვართ პატიმართა რაოდენობით",- განაცხადა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გადაკვეთის წერტილებს ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც პოულობენ და ამ კონტექსტში "გირჩზე" ისაუბრა.

"ჩვენ გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც. მას შემდეგ რაც მე გამოვაცხადე, რომ დადგა დრო კახა ბენდუქიძის დიდი ხნის იდეის განხორციელების - ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე დიდი ხანია ითხოვს იაგო ხვიჩიას „გირჩი“.

ასევე ჩვენი პოზიციები ამნისტიის საკითხზე ძირითადად ემთხვევა მათ აზრს.

არის თუ არა ეს საფუძველი ერთობის - რა თქმა უნდა, არის, ჩვენ ხომ იდეურ ერთობას ვეძებთ და არა საძმაკაცოს, ან კლანურ გაერთიანებას",- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ზოგიერთი გაერთიანება ახლავე მოხდება, "ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს