ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - გეოსტრატეგიული კატასტროფა იქნება, თუ ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთს გამადიდებელი შუშით დააკვირდება, ხოლო უკრაინას ვარდისფერი სათვალეებით შეხედავს

გეოსტრატეგიული კატასტროფა იქნება, თუ ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთს გამადიდებელი შუშით დააკვირდება, ხოლო უკრაინას ვარდისფერი სათვალეებით შეხედავს, - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინას დასავლეთ ბალკანეთთან უპირატესობა არ უნდა მიანიჭონ, როცა გადაწყვეტენ დაიწყონ თუ არა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

„გეოსტრატეგიული კატასტროფა იქნება, თუ ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთს გამადიდებელი შუშით დააკვირდება, ხოლო უკრაინას ვარდისფერი სათვალეებით შეხედავს“, - განაცხადა შალენბერგმა.

კითხვაზე, დაადებს თუ არა ავსტრია ვეტოს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, იმ შემთხვევაში, თუ მწვანე შუქი ბოსნიასაც არ მიეცემა, შალენბერგმა უპასუხა, რომ ამ მხრივ დისკუსიები სწორი მიმართულებით ვითარდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს