ბექა ოდიშარია - პარტნიორების ყურადღებას ვაფასებთ, თუმცა, რეზოლუციები არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ განცხადებას განცხადებისთვის, ოკუპანტის მიმართ უბრალოდ გასროლილ სიტყვებს, რომელიც არ ვიცი, რა შედეგის მომტანია

პარტნიორების ყურადღებას ვაფასებთ, თუმცა, რეზოლუციები არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ განცხადებას განცხადებისთვის, ოკუპანტის მიმართ უბრალოდ გასროლილ სიტყვებს, რომელიც არ ვიცი, რა შედეგის მომტანია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საოკუპაციო ძალის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე ევროპარლამენტში დებატებსა და რეზოლუციას გამოეხმაურა.

ოდიშარია აცხადებს, რომ პარტნიორების ყურადღებას ასეთ საკითხებზე მაღალ შეფასებას აძლევენ, თუმცა, ის შედეგის მომტანი უნდა იყოს.

“ჩვენი პარტნიორების მიერ მაღალ ყურადღებას საქართველოს პრობლემებზე და ასეთ ტრაგედიებზე, ჩვენ ყოველთვის მაღალ შეფასებას ვაძლევთ, ვაფასებთ. თუმცა, ასეთ რეზოლუციებს, მხარდაჭერას, უნდა მოჰყვეს გარკვეული შედეგები, ეს არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ განცხადებას განცხადებისთვის, ოკუპანტის მიმართ უბრალოდ გასროლილ სიტყვებს, რომელიც არ ვიცი რა შედეგის მომტანია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მადლობა პარტნიორებს, მაგრამ რაღაცას უნდა ემსახურებოდეს ყოველთვის", - განაცხადა ოდიშარიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ საქართველოს პარლამენტში გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით წარდგენილ რეზოლუციას, ოდიშარია აცხადებს, რომ ოპოზიციამ ტრაგედია "იმწუთასვე ჩასვა პოლიტიკურ დღის წესრიგში".

"ეს ხომ ხელმოცარული ხალხია, გაიხსენეთ: გარდაიცვლება ბიჭი, გოგო, სკოლის ბავშვები იჩხუბებენ, თუ სხვა ტრაგედია მოხდება, ყოველთვის ცდილობენ პოლიტიკურ თემად გადააქციონ. ისინი რაღაცას აწევენ და შემდეგ მეკითხებით, თქვენ ხომ არ დააინიცრებთო (რეზოლუციის თქვენს ვერსიას), არავინ ეკითხება ოპოზიციას, უმრავლესობა რას დააინიცირებს და რას არა, ჩვენ თვითონ ვიმსჯელებთ, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ",- განაცხადა ოდიშარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს