ბექა ოდიშარია - არ ვიცი, შუა შეიკრიბება, თუ გაღმა-გაღმა ვინც დადიან ისინი, მაგრამ აქ პარადოქსია, რომ 1+1+1 არის ნული - ასეთი არითმეტიკა იქნება და აუცილებლად „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს

არ ვიცი, შუა შეიკრიბება, თუ გაღმა-გაღმა ვინც დადიან ისინი, მაგრამ აქ პარადოქსია, რომ 1+1+1 არის ნული - ასეთი არითმეტიკა იქნება და აუცილებლად „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“.

ოდიშარია აცხადებს, რომ გაერთიანება „მათი ბოლო შანსია“.

„აუცილებლად უნდა შეიკრიბოს, არ ვიცი, შუა შეიკრიბება, თუ გაღმა-გაღმა ვინც დადიან წრეზე ისინი, მაგრამ ვინ უნდა შეიკრიბონ? „ლელოს“ და გახარიას დეკლარირებულად სძულთ ერთმანეთი, დანარჩენი ერთ პროცენტიანი პარტიებია. თქვენთვის ცნობილია ალბათ, რომ ნულს პლუს ნული, არის ნული, აქ პარადოქსია, რომ ერთს პლუს ერთი და პლუს ერთი არის ნული. აი, ასეთი არითმეტიკა იქნება და აუცილებლად „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დანარჩენები გაერთიანდებიან თუ არა, მაგრამ რაციონალურია, რომ გაერთიანდნენ, სხვა გზა არ აქვთ, ეს არის მათი ბოლო შანსი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიძახი, პარტიულ შემთხვევაში პარადოქსული არითმეტიკაა, ერთს პლუს ერთი და პლუს ერთი არის მაქსიმუმ ერთი ჯამში”, - განაცხადა ოდიშარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს