მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ კითხვაზე - მეჩვენება, რომ ხშირად, როცა ასეთი ინიციატივები დგება, საკუთარი თავისთვის დივიდენდების მოპოვების მცდელობა და საკუთარი პოზიციების დემონსტრირება მეტია, ვიდრე ნამდვილი გულშემატკივრობა

მეჩვენება, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ინიციატივები დგება, საკუთარი თავისთვის დივიდენდების მოპოვების მცდელობა და საკუთარი პოზიციების დემონსტრირება უფრო მეტია, ვიდრე ნამდვილი გულშემატკივრობა, რომ რეალურად მოხდეს იმ შედეგის მიღწევა, რასაც დამნაშავე პირთა დასჯა ჰქვია, - ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა რეზოლუციაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

როგორც სარჯველაძემ განმარტა, ის ამ კონტექსტში „ზოგად ტენდენციაზე საუბრობს, როცა არსებობს გარკვეული ადამიანების მცდელობა, თემა საკუთარი დივიდენდებისთვის გამოიყენონ, ხოლო რეალური შედეგების მიღწევა მეორეხარისხოვანია“.

„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ, ოღონდ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთ შემთხვევებში ზედმიწევნით რაციონალურობა და სიფრთხილე გვმართებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ოღონდ გაკეთდეს ისე, რომ კონტრპროდუქტიული არ აღმოჩნდეს - ასეთია ჩვენი დამოკიდებულება. ვინც ამას იზიარებს და ეთანხმება, მივესალმები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.

რეზოლუციას, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს