ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისია მიესალმება უნგრეთის აღდგენისა და გამძლეობის გეგმას და უნგრეთისთვის აქამდე გაყინული ფონდიდან 900 მილიონი ევროს წინასწარ გადახდას ადასტურებს.

ევროპულ საბჭოს ახლა ოთხი კვირა ექნება, რათა ევროკომისიის შეფასება დაამტკიცოს და უნგრეთს ამ თანხების მიღების უფლება მისცეს.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ დახმარებაზე წვდომა კორუფციისა და დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო დაბლოკა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება