ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გაცვლა პარასკევს დღის მეორე ნახევარში დაიწყება

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმება კატარის შუამავლობით მოხერხდა.

BBC-ის ინფორმაციით, დროებით ზავი ქვეყნებს შორის პარასკევს დილიდან ამოქმედდება.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კატარის შუამავლობით მძევლების ნაწილის გაცვლა პარასკევს დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

როგორც მედია აღნიშნავს, იქამდე ღაზას სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გარკვეული დაპირისპირებები მთელი დღის მანძილზე გრძელდებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავეს.

სააგენტო AFP-ის ცნობით, ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორ აბუ სალმიასთან ერთად დაკავებულია რამდენიმე ექიმიც.

ისრაელის ძალები ამტკიცებდნენ, რომ ღაზის უდიდესი ჰოსპიტალი „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრად გამოიყენებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს