„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებას მართავს - ღონისძიებას არ ესწრებიან ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს.

დღევანდელ შეკრებაზე პარტიის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გამოცხადდება.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტს მოაწერენ ხელს.

დღევანდელ შეკრებას პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ესწრებიან.

შეკრებაზე "ვარდების რევოლუციის" წლისთავთან დაკავშირებით სიმბოლურად ვარდები აქვთ მოტანილი.

ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ვინც დღევანდელ მანიფესტს ხელს არ მოაწერს, ეს იქნება ერთგვარი განაცხადი, რომ ისინი უარს ამბობენ პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობაზე.

"ველოდებით, რომ ყველა ადამიანი, ვინც მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლად თავს, დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს და თუ არ მიიღებს, საჯაროდ მაინც დააფიქსირებს პოზიციას, რომ უერთდება მანიფესტს. თუ ადამიანები საჯაროდ გაემიჯნებიან და არ შეუერთდებიან მანიფესტს, ამ შემთხვევაში, ეს იქნება მათი გადაწყვეტილება, რომ ფაქტობრივად, უარი თქვან პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე, იმიტომ, რომ პარტიული საქმიანობა ეფუძნება იმ მიზნებს, რომელიც ამ მანიფესტში არის ასახული",-განაცხადა ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჯერ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია.

"თუმცა, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, მან ეს ასევე განაცხადა, მათ შორის პარტიის მართვის პროცესზეც", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ის ასევე პარტიაში რაიმე ტიპის განხეთქილებას უარყოფს.

"დღეს არის დღე, როდესაც საზეიმო ვითარებაში აღვნიშნავთ "ვარდების რევოლუციის" 20 წლის იუბილეს. ეს ღირებულებები არ გამქრალა. მიხეილ სააკაშვილიც უფრო აქტიურად აპირებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, ამიტომ "ნაციონალურ მოძრაობას" ემუქრება ერთადერთი რამ, ეს არის გაძლიერება და ხელისუფლებაში მოსვლა", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ღონისძიებას არ ესწრებიან პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი გუნდი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო