გიორგი ვაშაძე - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ერთად ყოფნა, ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია გავაერთიანოთ - ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი?

ჩვენ ყველანი ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია გავაერთიანოთ - ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი? ავაღორძინოთ საქართველო, დავდგეთ ერთად და ყველამ გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, "გამარჯვების პლატფორმის" ლიდერი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო და აცხადებს, რომ ახლაც იგივე მასშტაბის ტრანსფორმაციაა საჭირო.

"ზუსტად იგივე მასშტაბის ტრანსფორმაცია და გარდამტეხი და სწრაფი რეფორმებია საჭირო, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, გავიმარჯვოთ არჩევნებში. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები. ეს არის გეოპოლიტიკური არჩევნები - ირჩევ ევროკავშირის, ძლიერ, ერთიან საქართველოს თუ „რუსულ ჭაობში“ ცხოვრებას. აი, ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ეს არის სწორედ ის არჩევანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ერთად ყოფნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია უნდა გვაერთიანოთ. ამიტომ დავაფუძნეთ გამარჯვების პლატფორმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და დღეს თქვენთან ერთად ვამბობთ, რომ "გამარჯვების პლატფორმის" ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. "გამარჯვების კოალიციის" კარი ღიაა ყველა პატრიოტი გულანთებული ადამიანისთვის. ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი? ავაშენოთ, ავაღორძინოთ საქართველო, ვიყოთ ამაყი ქვეყნის ამაყი შვილები, დავდგეთ ერთად და ყველამ გავიმარჯვოთ," - განაცხადა ვაშაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მიმართვის დროს, ღონისძიებაზე შეკრებილები სკანდირებდნენ - „მიშა, მიშა!“

მან სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილს ასე მიმართა: "მიშა, გვიყურებ ახლა და შენთან ერთად, მთელი საქართველო აუცილებლად გავიმარჯვებთ!".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს