გიორგი ვაშაძე - ჩვენი გამარჯვებისთანავე საქართველო დაჩქარებული წესით, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო - ახალგაზრდებს ექნებათ განვითარების შესაძლებლობა და არ მოუწევთ უცხოეთში წასვლა

კომპანიებს როგორებიცაა, Apple, Google, Amazon, რომლებმაც ოფისები დახურეს რუსეთში, შემოვიყვანთ საქართველოში, ეს იქნება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდებს ექნებათ განვითარების შესაძლებლობა საქართველოში და არ მოუწევთ უცხოეთში წასვლა

“ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ ჩვენი გამარჯვებისთანავე უსწრაფესად შევასრულებთ ევროკავშირის 9 წინაპირობას და საქართველო დაჩქარებული წესით, ხაზს ვუსვამ, დაჩქარებული წესით, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

ახალგაზრდებს ექნებათ განვითარების შესაძლებლობა საქართველოში და არ მოუწევთ უცხოეთში წასვლა, რისთვისაც გავაკეთებთ ახალგაზრდების სტარტაპების ხელშეწყობის 1 - მილიარდიან ფონდს.

ისეთ უზარმაზარ კომპანიებს როგორებიცაა, Apple, Google, Amazon, რომლებმაც ოფისები დახურეს რუსეთში, შემოვიყვანთ საქართველოში, ეს იქნება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი. რითაც შევქმნით დამატებით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და შემოვიტანთ წარმოუდგენელი მასშტაბის ინვესტიციებს” , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს