თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს უმასპინძლეს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილეს, საჰაერო ძალების სარდალ გენერალ-ლეიტენანტ რამიზ ტაჰიროვსა და აგილ გურბანოვს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ უმასპინძლეს.

„გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მჭიდრო პარტნიორობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები წარმოადგენდა.

ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო მრეწველობისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.

ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. სტუმრები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრ „დელტასაც” ეწვივნენ და მის პროდუქციასა და საწარმოო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს