საქართველოს იუსტიციის მინისტრი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რატი ბრეგაძისა და შანდორ პინტერის შეხვედრა „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივი დეკლარაციის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიმდინარე წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი.

„იუსტიციის მინისტრმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააცნო, რომლებიც ეფუძნება ბალანსს ციხეებში უსაფრთხოების ზომების გატარებასა და კარგად ფუნქციონირებულ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებს შორის. კერძოდ, უნგრელ კოლეგას ინფორმაცია მიეწოდა ციფრული უნივერსიტეტის, სპორტის მართვის სისტემის, მსჯავრდებულთა დასაქმების, მაღაზია „რე-მარკეტის“, პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლების მეშვეობით სახელმწიფო სერვისების მიწოდების, სულ ცოტა ხნის წინ დაბა ლაითურში გახსნილი და 2024 წელს რუსთავში დაგეგმილი ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების თაობაზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება