„ქალები მომავლისთვის“ დელეგაციამ „ქალთა ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

ბიზნესფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ G100-ის ფარგლებში გამართულ „ქალთა ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება წელს იტალიის დედაქალაში, რომში 21-23 ნოემბერს გაიმართა, სადაც „ქალები მომავლისთვის“ წევრები დელეგატებად იყვნენ მიწვეული.

სამდღიან ფორუმს ესწრებოდნენ მონაწილეები და სპიკერები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები ბიზნესის სხვადასხვა სფეროდან, ქალთა და სხვა ტიპის ორგანიზაციებიდან, საერთაშორისო ექსპერტები და ა.შ. წელს ღონისძიების მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხების წინ წამოწევა და ამ გზით მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა იყო.

ფორუმის ფარგლებში დელეგატებს უმასპინძლა იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ, ბიზნესფედერაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ ასევე შეხვედროდნენ „ქალთა ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს ჰარბენ აურორა რაის; ასევე კიარა კორაცას, რომელიც ქალების გაძლიერებაზე მომუშავე გაერთიანების G20 EMPOWER-ის წარმომადგენელია საფრანგეთში.

ქალთა ეკონომიკური ფორუმი (WEF) გლობალური ინიციატივაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და ემსახურება ქალებს შორის საქმიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობას მთელ მსოფლიოში.

აღნიშული ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად ტარდება G100-ის ფარგლებში. „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე გავლენიანი ქალების გაერთიანების წევრია საქართველოდან. ის ორგანიზაციაში კორპორატიული საბჭოების მიმართულებით არის ჩართული, წარმოადგენს საქართველოს და ქვეყნის თავმჯდომარის თანამდებობა უჭირავს ამ დარგში.

თავად G100 კი არის 100 ლიდერი ქალისგან შემდგარი გლობალური ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს 100 გლობალურ ფრთას - ეფექტური ადვოკატირებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის, მთავრობებზე გავლენისთვის და ორგანიზაციებში გენდერულად თანაბარი მომავლის შექმნისთვის. G100 აერთიანებს ნობელის პრემიის ლაურეატებს, სახელმწიფოს მეთაურებს, მინისტრებს, ბიზნესლიდერებს, ფილანტროპებს, ინვესტორებს, მეწარმეებს, აღმასრულებელ დირექტორებს, კორპორატიულ და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს ყველა დონიდან, რომელთაც სურთ პროგრესი.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო