ლადო მგალობლიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებამ ხელისუფლების სადავეებთან არ უნდა მიუშვას

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებამ არასოდეს უნდა მიუშვას ხელისუფლების სადავეებთან, - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას წართმეული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ ,,ვარდების რევოლუციიდან’’ 20 წლის და ხელისუფლებიდან ჩამოცილების 11 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორ დასკვნას ისევ ვერ აკეთებს.

„მსურს გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის ბიძის, „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგის, თემურ ალასანიას პოზიციას, ომის გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, ასეთი შინაარსის განცხადებების მოსმენა და ამ მავნებლური მოსაზრების კულტივირება სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში. როგორც ჩანს, ,,ვარდების რევოლუციიდან’’ 20 წლის და ხელისუფლებიდან ჩამოცილების 11 წლის შემდეგ, „ნაცმოძრაობა“ ისევ ვერ აკეთებს სწორ დასკვნას, საქართველოს უახლესი ისტორიის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც სწორედ მათ მმართველობას უკავშირდება“, - აღნიშნავს ლადო მგალობლიშვილი.

მისივე განცხადებით, „ომის გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობა ნიშნავს მეორე ფრონტის გახსნას და ბრძოლის დაწყებას მსოფლიო ბოროტებასთან - რუსეთთან, რაშიც ჩვენ არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს, ამას კი შედეგად მოჰყვება ქალების, ბავშვების ხოცვა-ჟლეტა და საბოლოოდ საქართველოს სრული ოკუპაცია. ეს იქნება ჯოჯოხეთი ჩვენი ქვეყნისთვის“.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა რომელიც საზოგადოებამ არასოდეს უნდა მიუშვას ხელისუფლების სადავეებთან. მათი პოზიციები ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და გამოხატავს მტრულ დამოკიდებულებას სახელმწიფოს მიმართ, საფრთხეს უქმნის მის არსებობას“, - აღნიშნულია ლადო მგალობლიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ თემურ ალასანიამ აშშ-ში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე წართმეული ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე ისაუბრა.

„სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება? მოდით, შევულოცოთ ახლა, ერთად ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. არ მოხდება.

გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები“, - განაცხადა თემურ ალასანიამ, რომლის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს