საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთობლივ სტუდენტურ პროექტს განახორციელებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის, ერთობლივი სტუდენტური პროექტის შეთანხმების ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრორექტორმა მეცნიერებისა და განვითარების საკითხებში, პროფესორმა მარეკ პაველეზიკმა მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო პროექტის - „ფოლადის ლაზერით ჭრის ტექნიკური პარამეტრების ზედაპირის ხარისხზე გავლენის ანალიზის“, განხორციელებას. პროექტი 2024 წლის 29 თებერვალს დასრულდება.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, ასოცირებული პროფესორის ბორის გითოლენდიას თქმით, პროექტი სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორის, დოქტორ მიროსლავ ბონეკის ინიციატივით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და სტუდენტური სერვისების ცენტრის მიერ ერთობლივად დაიგეგმა.

„პროექტის ფარგლებში, ფინალურ ეტაპზე მოეწყობა საერთაშორისო კონფერენცია რომელშიც, მონაწილეობას მიიღებენ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტები, ასევე პოლონეთის სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ამავე სპეციალობის სტუდენტები. პროექტის განხორციელებაში აგრეთვე ჩართულები არიან პროფესორ-მასწავლებლები ორივე უნივერსიტეტიდან. ისინი სტუდენტებს გაუწევენ აკადემიურ მენტორობას დასამუშავებელი თემატიკის საკითხებზე. შეთანხმების შესაბამისად, პროექტის ფარგლებში თითოეულ მხარეს შეუძლია მოიწვიოს კონსულტანტები, სტუდენტები, მოსწავლეები. თითოეულ მხარეს შეუძლია გამოიყენოს პროექტის შედეგები სტუდენტთა განათლების სისტემაში საკუთარი წესების შესაბამისად. პროექტის მონაწილეები პროექტის ფარგლებში ჩაატარებენ ერთობლივ რეგულარულ სემინარებს. სტუ-ის ადმინისტრაცია, მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც გააუმჯობესებს სტუდენტების საერთაშორისო საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვას და გაზრდის პროგრამების ინტერნაციონალიზაციის ხარისხს“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.

სტუ-ს ინფორმაციით, პროექტის - „ფოლადის ლაზერით ჭრის ტექნიკური პარამეტრების ზედაპირის ხარისხზე გავლენის ანალიზის“, სამეცნიერო მიზანია დადგინდეს ლაზერული ჭრის პროცესში ლაზერის გამოყენების გავლენა ტექნიკურ თვისებებზე და გარემოსდაცვით პროცესებზე.

პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, ლაზერული ჭრის ტექნოლოგიური პროცესი იძლევა საშუალებას რომ მივიღოთ სტრუქტურული ელემენტები, რომლებსაც ახასიათებთ დაბალი ხორკლიანობა (სიმქისე), მცირე სისქე სითბოს ზემოქმედების ზონით და თერმული დეფორმაციის გარეშე.

„ჩატარებული კვლევა საშუალებას მისცემს ლაზერული ჭრის ტექნოლოგიური პირობების ოპტიმიზაციას, რათა შემცირდეს ჭრის დროს მატერიალური დანაკარგები და შემცირდეს ჭრის პროცესი.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი კვლევა ბევრი საინტერესო შედეგის მომცემია, რომელთა გამოქვეყნება და გავრცელება შესაძლებელია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში. სტუდენტები, მათ მიერ დამუშავებული ნაშრომებით, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში - „TalentDetector – 2024“. დაგეგმილია განხორციელებული პროექტის შედეგების ხელმისაწვდომობა საგანმანათლებლო პლატფორმის სახით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო