ბერდია სიჭინავა - თუ პოლიტიკურ პარტიას იმის რესურსი არ აქვს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, მას პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე - ჩვენ ბარიერის პრობლემა არ გვაქვს

ჩვენ [პარტია „საქართველოსთვის“] პოლიტიკურ პროცესს ვუყურებთ ისე, რომ თუ პოლიტიკურ პარტიას იმის რესურსი არ აქვს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, ე.ი. არც პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ ბარიერის პრობლემა არ აქვს, ხოლო სხვა პარტიებმა უნდა იზრუნონ გაძლიერებასა და ბარიერის გადალახვაზე.

„ჩვენ [პარტია „საქართველოსთვის“] პოლიტიკურ პროცესს ვუყურებთ ისე, რომ თუ პოლიტიკურ პარტიას იმის რესურსი არ აქვს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, ესე იგი მას პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე.

ხომ ვიცით რომ ხელისუფლება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, და დღეს რომ ჩამომდგარან ეს ოპოზიციური პარტიები და წუწუნებენ ბარიერთან დაკავშირებით, ამის მიხედვით ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამიტომ ამ პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და როგორმე გაძლიერდნენ, რომ ბარიერი გადალახონ. იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილების პრეტენზია ვერ უნდა ჰქონდეთ. ამიტომ ვიძახით, რომ ყველა პარტია უნდა გაძლიერდეს. ჩვენ ბარიერის პრობლემა არ გვაქვს“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რაც შეეხება პარტია „ლელოს“ ახალ ლოზუნგს - „შუა უნდა შეიკრიბოს“, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ მსგავსი ლოზუნგებით რეალურად არაფერი შეიცვლება და პოლიტიკური პარტიის გასაძლიერებლად ხალხთან საუბარია საჭირო.

„ლოზუნგებით რამე იცვლება ამ ქვეყანაში? ჰგონიათ, რომ ვიღაცამ რაღაც ლოზუნგი თქვა და ამით მოაწყობენ ფუნდამენტურ გადატრიალებას ქვეყანაში. ლოზუნგები კი არა მოქალაქეებს უნდა ვესაუბროთ და უნდა დავარწმუნოთ. ვიღაც იტყვის შუა უნდა გაიკრიფოს, ვიღაც იტყვის, შუა უნდა შეიკრიბოს და ამით პოლიტიკური პროცესები შეიცვლება? - ეს ხომ ძალიან დიდი სისულელეა. ჩვენი, ყველა პოლიტიკური პარტიის მთავარი ამოცანა, მათ შორის იმ პარტიის, რომლის ლოზუნგია ეს, არის გაძლიერება და ბარიერის გადალახვა“, - განაცხადა სიჭინავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს