„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს დაშავებულ ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამას იწყებს

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაშავებულ ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამას იწყებს.

სადაზღვევო ჯგუფის ინფორმაციით, 2023 წელს ჯამური გასაცემი თანხა 25 000 ლარს შეადგენს, რაც განისაზღვრა დასრულებულ წელს გამომუშავებული/ჩარიცხული პრემიით და შეადგენს მხოლოდ კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ „აიჯიჯის“ დაზღვევის ყველა სახეობაში გადახდილი თანხის 1%-ს.

მათივე ცნობით, დახმარება განკუთვნილია „მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთათვის“ რომლებზეც მოხდება 25 000 ლარის პროპორციულად განაწილება.

კომპანიის განცხადებით, ეს არის ერთგვარი გადასახადი, რომელიც „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ საკუთარ თავს დაუწესა და ეს პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

„ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაშავებული ადამიანების მხარდაჭერა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობაა. კომპანიის ზრდასთან ერთად გაიზრდება თანხის მოცულობა და იმედია, საშუალება მოგვეცემა ასევე გაიზარდოს მიმღებ კატეგორიათა რაოდენობა.

თანხის მისაღებად ბენეფიციარმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა მოგვმართოს და კომპანიის მეილზე support@myigg.ge წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები; 1) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა 2) ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტების მოწმობა - რომ არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანი (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საბრძოლო მოქმედებების შედეგად). 3) ანგარიშის ნომერი.

დოკუმენტაცია მიიღება 2023 წლის 1 დეკემბრიდან. დახმარება გაიცემა საბუთების წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში. დოკუმენტები მიიღება მეილზე - support@myigg.ge”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს