ანა ნაცვლიშვილი - „ოცნების“ ამოცანაა ოკუპანტებისთვის კომფორტის შექმნა და არა საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა

„ოცნების“ ამოცანა არის ოკუპანტებისთვის კომფორტის შექმნა და არა საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნაცვლიშვილი საოკუპაციო ძალის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამარცხვინოა, როცა საქართველოს პარლამენტს ევროპარლამენტი ასწრებს მსგავსი რეზოლუციის მიღებას და ხელისუფლება ამის გაკეთებას არც განიხილავს.

„მივესალმები და მადლობას ვუხდი ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისთვის. სამარცხვინო და სავალალოა, რომ ევროპარლამენტი ასწრებს ეროვნულ პარლამენტს გამოხატოს თავის პოზიცია ამ სასტიკ მკვლელობასთან, მშვიდობიანი ადამიანის დახვრეტასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას რომ ეს პოზიცია არ აქვს და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების დაცვა რომ არ არის მისი ამოცანა ეს ბევრჯერ ვნახეთ, მათ შორის, მაშინ, როცა დახვრეტილ მშვიდობიან მოქალაქეზე ამბობდნენ, გარდაიცვალაო. ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია და სახე ამ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით და ზოგადად ოკუპაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს, თუ გვინდა ამის დანახვა, ვისაც არ უნდა, გასაგებია, რატომაც არ უნდა, მაგრამ, მოქალაქეები, ვისაც სურთ რეალობას გაუსწორონ თვალი, კარგად ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანა არის ოკუპანტებისთვის კომფორტის შექმნა და არა საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს