გრიგოლ გიორგაძე - ჯარში ინტერნეტის და ბიბლიოთეკის პრობლემა არ არის, სტუდენტს დისტანციურად შეუძლია ისწავლოს - ჯარიდან არაკეთილსინდისიერად თავის არიდების საფრთხე რომ დავინახეთ, შეზღუდვა ამიტომ შემოგვაქვს

სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან მარტივად გამოცდების გარეშე შეიძლება გახდე ონლაინ სტუდენტი და ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გადავადების საფუძველი გექნება. ჩვენ რომ დავინახეთ ეს საფრთხე, რომ შეიძლება არაკეთილსინდისიერი გზა ყოფილიყო ჯარიდან თავის არიდების ამიტომაც შემოგვაქვს ეს [შეზღუდვა] - ჯარში ინტერნეტის პრობლემა არ არის, ბიბლიოთეკის პრობლემა არ არის, დისტანციურად შეუძლია ჩაერთოს და ასევე, შეუძლია აირჩიოს ზაფხულობით ერთი თვე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, დისტანციურად დაახლოებით, 70 სტუდენტი სწავლობს.

„გვაქვს ინფორმაცია და ოფიციალურად, შეტყობინებებიც კი მოვიდა, რომ - „თუ თქვენ გინდათ ჯარისგან გათავისუფლება გთავაზობთ ონლაინ სტუდენტობას“. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მარტივად სხვადასხვა ქვეყანაში გამოცდების გარეშე შეიძლება გახდე ონლაინ სტუდენტი და ეს ნიშნავს, რომ შენ გადავადების საფუძველი გექნება. ჩვენ რომ დავინახეთ ეს საფრთხე, რომ შეიძლება არაკეთილსინდისიერი გზა ყოფილიყო ჯარიდან თავის არიდების ამიტომაც შემოგვაქვს [შეზღუდვა]. ეს არ არის გამკაცრება, მითუმეტეს სადამსჯელო, ვინაიდან სტუდენტს აქვს რამდენივე ვარიანტი. თავისი გადასაწყვეტია, აირჩევს 6-თვიანს, 8-თვიანს თუ 11-თვიანს. მე შეგახსენებთ, რომ თავდაცვის კოდექსი ითვალისწინებს მოტივაციებს. ანუ, თუ სავალდებულო სამსახურზე თვითონ გააკეთებს განაცხადს 30%-ით მეტ ხელფასს მიიღებს, ასევე დაუფინანსდება სწავლა და შეიძლება პირიქით მისთვის უმჯობესი იყოს, თან აბსოლუტურად არ არის პრობლემა ამ უფლების რეალიზება ჩვენთან, ვინაიდან ჯარში ინტერნეტის პრობლემა არ არის, ბიბლიოთეკის პრობლემა არ არის, დისტანციურად შეუძლია ჩაერთოს და ასევე, შეუძლია აირჩიოს ზაფხულობით ერთი თვე. ასევე შეუძლია რეზერვში წავიდეს, რა ნიშნავს წელიწადში 45 დღე შეკრებას და 3 წლის თავზე უკვე ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება