გორში 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტები დაჯილდოვდნენ

გორის მუნიციპალიტეტისგან 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტები 500 ლარით დაჯილდოვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წლის ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 35 ახალგაზრდამ მოიპოვა.

„ახალგაზრდებთან შეხვედრა გორის ტურისტულ ცენტრში გაიმართა.

ღონისძიებას სტუდენტები, მშობლები, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაჯილდოების ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს.

პროექტი, რომელიც ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად, გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს