ხატია დეკანოიძე - თავდაცვის კოდექსში ცვლილებები დაკავშირებულია სადამსჯელო ოპერაციასთან წინასაარჩევნოდ ახალგაზრდების გაწვევის კონტექსტში - აღდგა კომისარიატი, რომელიც საბჭოთა გადმონაშთი იყო

თავდაცვის კოდექსში ცვლილებები დაკავშირებულია სადამსჯელო ოპერაციასთან წინასაარჩევნოდ ახალგაზრდების გაწვევის კონტექსტში - აღდგა კომისარიატი, რომელიც საბჭოთა გადმონაშთი იყო, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, მარტის აქციების შემდეგ ახალგაზრდებზე უნივერსიტეტებში რეპრესიები მიმდინარეობს და ესეც იქნება ერთ-ერთი მექანიზმი კრიტიკულად განწყობილი ახალგაზრდების წინააღმდეგ.

„ცვლილებები თავდაცვის კოდექსში გულისხმობს იმას, რომ ახალგაზრდების ის წარმომადგენლობა, რომელიც კრიტიკულია “ქართული ოცნების“ მიმართ, იქნებიან ფოკუსში თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. ამ ცვლილებებით აღდგა კომისარიატი, რომელიც იყო სერიოზული საბჭოთა გადმონაშთი, ცენტრალიზებული გახდა ეს სტრუქტურა მაშინ, როცა თვითმმართველობაში იყო გადანაწილებული გაწვევის სამსახური და ძალიან მნიშვნელოვანია რწმენის საკითხთან შეხება არის სერიოზული პრობლემა ადამიანის უფლებებისთვის, მით უმეტეს იმ კონტექსტში, როცა თავდაცვის სამინისტრომ უნდა დაადგინოს, ადამიანი აფერისტობს თუ არა. მე ვფიქრობ, ცვლილებები დაკავშირებულია სადამსჯელო ოპერაციასთან წინასაარჩევნოდ ახალგაზრდების გაწვევის კონტექსტში”, - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება