შექმენი Black Friday  შეთავაზება „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის საშუალებით

„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის მეშვეობით, Black Friday-ის შეთავაზებები შექმნან და 1 300 000-ზე მეტ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი გააცნონ.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, Ads მენეჯერი „საქართველოს ბანკის“ ახალი პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს შექმნას ეფექტური შეთავაზებები სამიზნე აუდიტორიისთვის, მათი მოთხოვნების შესაბამისად.

ინფორმაციის თანახმად, Black Friday-ს კამპანიის დაგეგმვისას ბიზნესებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ განათავსონ შეთავაზება 1 300 000-ზე მეტი მომხმარებლებისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ სტუდენტური ბარათის, Solo sCool, Plus, Amex ბარათის მომხმარებლები. ბიზნესის მიერ შექმნილი სპეციალური შეთავაზებები „საქართველოს ბანკის“ სხვადასხვა არხში: მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე გამოუჩნდება მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მსგავსი ტიპის პროდუქტებით.

„Black Friday - ს ყველა მოუთმენლად ელის და ეს პერიოდი ბიზნესებისთვის განსაკუთრებით დატვირთულია, მომხმარებელი ძალიან ბევრ SMS შეტყობინებასა თუ შეთავაზებას იღებს და ინტერესის მიუხედავად, რთულია გამოარჩიოს კონკრეტული პროდუქტი თუ სერვისი, რაც ბიზნესისთვის ერთგვარი გამოწვევაა. „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერი, მომხმარებლების ზუსტი ანალიზის მეშვეობით, ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმონ კამპანიები, განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია, რეალურ დროში დააკვირდნენ დინამიკას და საბოლოო შედეგების ანგარიში იხილონ. ეს ერთი მხრივ, მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გაეცნონ მათზე მორგებულ შეთავაზებებს, მეორე მხრივ კი, ბიზნეს ეხმარება განვითარებასა და გაზრდაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა.

„ნუ დაკარგავ დროს, დაიწყე „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის გამოყენება ახლავე და შექმენი შენი ბიზნესის Black Friday შეთავაზება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება