ადვოკატი - მიხეილ კალანდიას პოზიციაა უპირობო გათავისუფლება, თუ სახელმწიფოს სურს, დავა მორიგებით დასრულდეს - რეაბილიტაციის და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილი მოლაპარაკების საკითხია

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, უპირობო გათავისუფლებაა ნომერი პირველი პირობა, რასაც კალანდია აყენებს.

აღნიშნულის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ კალანდიასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნო საქმეზე „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“

„შევხვდი კალანდიას და ყველა საკითხი დეტალურად გავიარეთ. ამ ეტაპზე, მიხეილ კალანდიას პოზიციაა უპირობო გათავისუფლება. დანარჩენი რეაბილიტაციის და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილი მოლაპარაკების საკითხია. თუ სახელმწიფოს სურს, დავა მორიგებით დასრულდეს, გათავისუფლებაა ნომერი პირველი პირობა, რასაც კალანდია აყენებს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“ დაცვის მხარეს 22 ნოემბერს ჩაჰბარდა.

როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან შეთანხმების წინადადება მიეცა 2024 წლის 14 თებერვლამდე, ხოლო თუ დათქმულ ვადაში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო გადადის მე-3 ეტაპზე, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ რიგ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის