გიორგი ამილახვარი - მასწავლებლებს, რომლებსაც სრული დატვირთვა და განაკვეთი არ აქვთ, ხელფასები ორჯერ, სამჯერ მეტით გაეზრდებათ, ვიდრე 100-ლარიანი მატებაა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მასწავლებლებს, რომლებსაც სრული დატვირთვა და განაკვეთი არ აქვთ, ხელფასები მაინც გაეზრდებათ.

როგორც ამილახვარმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, შესაძლოა ეს არ იყოს ზუსტად 500 ლარიანი სახელფასო მატება, მაგრამ ეს იქნება გაცილებით მეტი, ორჯერ-სამჯერ მეტი, ვიდრე 100 ლარიანი მატება.

„ამხელა რეფორმას სისტემისთვის სჭირდება გარკვეული დრო, რომ გადაერთოს და ათვლის წერილი ჰქონდეს, ამისთვის ყველაზე სწორი არის, რა წამსაც დამთავრდება მიმდინარე სასწავლო წელი - 2024 წლის ივნისის თვეში, შემდეგი დღიდანვე, 1-ელი ივლისიდან, შვებულებაში გასვლისთანავე, არ დაველოდებით სექტემბერს და არც არაფერს, მასწავლებლები გაზრდილ ანაზღაურებას ახალი ფორმულით აიღებენ. რაც შეეხება იმ მასწავლებლებს, ვისაც არ აქვთ სრული განაკვეთი და დატვირთვა ასევე ეზრდებათ ხელფასი, ფორმულიდან გამომდინარე დაახლოებით, ამ რიცხვის ფარგლებში, მაგრამ ეს გაცილებით მეტია ვიდრე 100-ლარიანი მატება. შესაძლოა ეს არიყოს ზუსტად 500-ლარიანი მატება, მაგრამ არც 100-ლარიანი იქნება. ეს იქნება გაცილებით მეტი, ორჯერ-სამჯერ მეტი ვიდრე 100-ლარიანი მატება. ბოლო წლების განმავლობაში, მსგავსი რამ არასდროს გაკეთებულა. აქამდე გვქონდა 300%-იანი მატება და ახლა 300%-იანი კიდევ 35%-ით გაუმჯობესება. 2012 წლიდან დღემდე მოყოლებული ჯამში, დაახლოებით, ხუთჯერ გაზრდილ ხელფასს ვიღებთ“, -განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების ზრდას გულისხმობს. სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო