ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „ქართული ოცნების” წევრები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციის წევრები მმართველ გუნდს, კორუფციაში ადანაშაულებენ, რაზე განცხადებებსაც მმართველი გუნდის მხრიდან აგრესია მოჰყვა.

„კორუფციის კონკრეტულ მაგალითებზე ვესაუბრებოდით, მათგან წამოვიდა აგრესია და შეურაცხმყოფელი სიტყვები. შპს “მარდი” ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უხარისხოდ აშენებს, რაზეც კონტროლი არ ხორციელდება, მას წახალისება არ უნდა მიეცეს, ამ კომპანიას მერიის შენობა გადაახურვინეს. ეს კომპანია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულია, კორუფციაში არიან ჩართული. ამ კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებს ყოველთვის პრობლემები აქვს”, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოლომონ ბაჯელიძემ.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის მხრიდან ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

მათი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მორიგ შოუს დგამს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს