ირაკლი კობახიძე - ახალი თავდაცვის კოდექსი არავისთვის აღარ ტოვებს ხვრელებს - არც „გირჩელებისთვის“ და არც თანამდებობის პირებისთვის და მათი შვილებისთვის

ახალი თავდაცვის კოდექსი არავისთვის აღარ ტოვებს ხვრელებს - არც „გირჩელებისთვის“ და არც თანამდებობის პირებისთვის და მათი შვილებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ახალი თავდაცვის კოდექსით ოპოზიცია იმიტომ იყო უკმაყოფილო, რომ მათ კანონმდებლობაში ხვრელების დატოვება უნდოდათ.

„შეიცვალა კანონმდებლობა და მიღებულ იქნა ახალი თავდაცვის კოდექსი, რომელიც თანაბრად უნდა გავრცელდეს ყველაზე - როგორც თანამდებობის პირზე, მის შვილზე და ოჯახის წევრზე, ასევე სხვა მოქალაქეზე.

იმიტომ იყო დასახვეწი თავდაცვის კოდექსი, რომ არავითარი ხარვეზი, ხვრელი არ დარჩენილიყო და ამისთვის დაიხვეწა და ამიტომ იყო უკმაყოფილო ოპოზიცია, რომ უნდოდათ რაღაც ხვრელების დატოვება. სინამდვილეში, ახალი თავდაცვის კოდექსი არავისთვის აღარ ტოვებს ხვრელებს - არც „გირჩელებისთვის“ და არც თანამდებობის პირებისთვის და მათი შვილებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს