ჯანდაცვის სამინისტრო - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ლატვიის ეროვნული სააგენტოს ექსპერტები საქართველოში DRG მოდელს წარმატებულად აფასებენ

საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელს, საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოელი პარტნიორები აფასებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ისინი აღნიშნავენ, რომ სისტემის დანერგვიდან 1 წლის თავზე, ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

მათივე ცნობით, ლატვიის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს უფროსი ექსპერტი კრისტინე პუტნინა აღნიშნავს, რომ საქართველომ, ამ მიმართულებით, ამოქმედებიდან, 1 წლის თავზე დიდ პროგრესს მიაღწია.

„გაოცებული დავრჩი, თქვენ მიერ მიღწეული პროგრესით. რადგანაც, ამ ერთი წლის განმავლობაში, თქვენ ნამდვილად იმაზე მეტს მიაღწიეთ ზოგიერთი მიმართულებით, ვიდრე ჩვენ - 10 წლის განმავლობაში. ეს შესანიშნავია. თქვენ, ნამდვილად სიღრმისეულად და სწორად მოქმედებთ“,- აღნიშნა ლატვიის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს უფროსმა.

„აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, DRG სისტემის შემუშავებისა და დანერგვისას, მჭიდროდ თანამშრომლობდა ლატვიის ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოში არსებული მოდელი სწორედ ლატვიის მაგალითის მიხედვით შეიქმნა.

DRG სისტემის დაგეგმვისა და ამოქმედების პროცესში, აქტიურად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი ექსპერტი კრისტინა კაჰურიც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში, DRG რეფორმის მომზადება, რაც ქვეყანამ ძალიან კარგად გააკეთა.

„ვფიქრობ, არის ბევრი მიღწევა, რითაც ქვეყანას შეუძლია, იამაყოს: დაწყებული პაციენტების მხრიდან თანაგადახდის შემცირებით, იმიტომ რომ ის მართლაც შემცირდა. მეორე საკითხია, პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. DRG-ს იმპლემენტაცია არ არის მხოლოდ ერთჯერადი ქმედება - ის საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, რათა იცოდეთ, სად არის სირთულე და რისი დახვეწაა საჭირო“,- აღნიშნა ექსპერტმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელი, საქართველოში, 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. რეფორმის დაწყებიდან, 1 წლის შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, სამჯერ, 27%-დან 10%-მდე შემცირდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია