მამუკა მდინარაძე - იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს

იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას მესამე პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ 7 ნოემბერი რუსეთის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია იყო.

მისი თქმით, „2007 წლიდან ეს გოიმური და მდაბიო „ფეიკ“ მესიჯი მუშაობს", რაც სიახლეს არ წარმოადგენს.

„იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს. როდესაც არგუმენტები არ აქვთ, დაზეპირებული აქვთ, უნდა თქვან, რომ თემა რუსული იყო. მაგალითად, ამერიკულთან დაკავშირებით არ გაქვს არგუმენტი, ამერიკული კანონია, „ხალხის ძალამ“ თუ ვინც თარგმნა ამას მნიშვნელობა არ აქვს და არგუმენტი არ გაქვს, რა უნდა თქვა? არა, პირდაპირ უნდა თქვა, რომ რუსულია. იგივეა, 2007 წლიდან იყო ეს ამბავი. 2007 წლიდან ეს გომიური და მდაბიო „ფეიკ“ მესიჯი მუშაობს და ახალი არ არის, ახლა უბრალოდ გააძლიერეს. ვინც არ მოსწონდათ და არგუმენტები არ ჰქონდათ ეძახდნენ რუსულს. აქციები იყო, დაარქვეს გადატრიალების მცდელობა რუსული, იმ პერიოდიდან მდაბიო და გოიმური მესიჯია. ახლაც გაახსენდა ის ამბავი, არგუმენტი არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა 7 ნოემბერზე და ახლაც იძახის, რუსული ამბავი იყოო. სამწუხაროდ, ამას აყოლილია არაერთი ადამიანი, ზოგს გულწრფელად სჯერა, ზოგს სუბიექტური ინტერესი აქვს, რომ ასე უნდა დააჯეროს სხვა. ეს რუსული მესიჯი ტრიალებს, 2007 წელთან დაკავშირებითაც კი იყენებს ამ რუსეთუმეობასთან დაკავშირებულ რაღაც სულელურ და გოიმურ მესიჯს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის