„ჯივიპის“ გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი - საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.

„ჯივიპის“ ინფორმაციით, საოპერაციო ცენტრი "ჯივიპის" ახალი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს წყალმომარაგების სერვისი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით აღჭურვილი თითოეული საოპერაციო ცენტრი, კონკრეტული უბნების წყალმომარაგებაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც გაამარტივებს საოპერაციო პროცესებს და შეამცირებს რეაგირების დროს.

კომპანიის ინფორმაციით, საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების ეფექტური და ოპერატიული მართვის ევროპული მოდელია, რომელიც ჯივიპის ახალ მფლობელს, ესპანურ კომპანია Aqualia-ს მისი მართვის ქვეშ არსებულ 17-ვე ქვეყანაში აქვს დანერგილი.

„კომპანიაში ჩატარებულმა სიღრმისეულმა აუდიტმა საოპერაციო მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა, რაც გულისხმობს - ავარიის მართვის რთულ პროცესს, მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიას, ავარიების მოგვარებისთვის არასაკმარის ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს, ქსელების პრევენციული მონიტორინგის სისტემის გაუმართაობას. ყველა ამ პრობლემას გადაჭრის კომპანიის დეცენტრალიზაციის შედეგად შექმნილი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრები, სადაც გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება მოხდება ადგილზე. ცენტრები აღჭურვილი იქნება შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით. მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შემცირდება ავარიებზე რეაგირების დრო, რაც ევროპულ სტანდარტებთან დაგვაახლოებს”, - ხოსე მიგელ სანტოსი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.

„ჯივიპის თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე ჯამში 4 ძირითადი და ორი დაქვემდებარებული საოპერაციო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი. საოპერაციო ცენტრები განთავსდება სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე; გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე; ტაბახმელაში, ქალაქ რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. ახალ საოპერაციო ცენტრებს 42 საავარიო და 25 პრევენციული მონიტორინგის ჯგუფი მოემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა