„კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადებზე რეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს „საქართველოს ბანკისგან“ საჩუქრად ლუპის პრემიუმ პაკეტი გადაეცემა

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ინიციატივით, „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადებზე დარეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს, BOG sCoolApp - ის მომხმარებელსა და sCool Card-ის მფლობელს ლუპის პრემიუმ პაკეტი, ერთი თვით საჩუქრად გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლუპი ხელოვნურ ინტელექტზე შექმნილი ონლაინ პლატფორმაა II-დან- IX კლასის მოსწავლეებისათვის, რომელიც მათ ეხმარება სახალისო და საინტერესო გზით, ინდივიდუალურად იმეცადინონ და გაიღრმავონ ცოდნა სამ ძირითად საგანში: ქართულ ენაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. ამასთან ერთად, ლუპის პლატფორმა მდიდარია ტესტბანკით და მოიცავს სხვადასხვა კატეგორიებს, მათ შორის: მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი, მუსიკა, ლიტერატურა, გეოგრაფია, ისტორია, ფინანსური განათლება. ასევე, ის მოსწავლეებს სთავაზობს ახსნა-განმარტებებს, ყოველკვირეულ შეჯამებას, შედეგების ანალიტიკასა და პერსონალურ უკუკავშირს.

ინფორმაციისთვის, საჩუქრის მისაღებად საჭიროა მოსწავლე რეგისტრირებული იყოს „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაზე.

თუ ჯერ არ ხარ „კინგსელი“, ოლიმპიადაზე რეგისტრაცია შეგიძლია აქ. ლუპის პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის კი ეწვიე ბმულს.

არ გამოგრჩეს, ამ და სხვა შეთავაზებების სანახავად ჩამოტვირთე „საქართველოს ბანკის“ BOG sCoolApp.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს