მედია - პარიზში, ბიბლიოთეკებიდან ალექსანდრე პუშკინის ორიგინალი ნამუშევრების მოპარვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

პარიზში საქართველოს სამი მოქალაქე საფრანგეთის რამდენიმე ბიბლიოთეკიდან რუსი მწერლის ალექსანდრე პუშკინის ორიგინალი ნამუშევრების მოპარვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

პარიზის პოლიციის მიერ დაკავებულ საქართველოს 3 მოქალაქეს შორის ორი ქალი და ერთი მამაკაცია.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Journal du Dimanche ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მიმდინარე წლის 20 ნოემბერს დააკავეს და კულტურული ფასეულობებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ოფისის (OCBC) შენობაში მოათავსეს, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ქურდობასა და „დანაშაულებრივი გაერთიანების“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. აღნიშნული შესახებ ინფორმაცია გამოცემას პარიზის პროკურატურამ დაუდასტურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს