BBC-ის ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული რამდენიმე მძევალი „წითელმა ჯვარმა“ ეგვიპტელ მაღალჩინოსნებს უკვე გადასცა

BBC-ის ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული რამდენიმე მძევალი „წითელმა ჯვარმა“ ეგვიპტელ მაღალჩინოსნებს უკვე გადასცა ღაზას სამხრეთით არსებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან.

აქამდე, BBC ისრაელის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ისრაელელი მძევლები ღაზაში წითელ ჯვარს გადაეცა, წითელმა ჯვარმა კი მოახდინა მათი ტრანსპორტირება ღაზასა და ეგვიპტეს შორის არსებულ გამშვებ პუნქტამდე.

როგორც BBC იუწყება, ახლა ისრაელის მაღალჩინოსნები გათავისუფლებულ მძევლებს არიშის აეროპორტში წაიყვანენ, საიდანაც მოხდება მათი ტრანსპორტირება ისრაელის სამხედრო ბაზაზე.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ისრაელში საავადმყოფოსთან უკვე იკრიბებიან მძევალთა ახლობლები და ოჯახის წევრები, სადაც უნდა მოხდეს მძევლების გადაყვანა მათი სამედიცინო შემოწმების მიზნით.

არსებული ინფორმაციით, დღეს 13 ისრაელელი მძევლის, ქალისა და ბავშვის, გათავისუფლებას ელოდებიან. თუმცა BBC ამ დრომდე ვერ ადასტურებს მოხდა თუ არა უკვე ეგვიპტელი მაღალჩინოსნებისთვის ყველა მათგანის გადაცემა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება